საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი უკვე რამდენიმე კვირაა რაც საქართველოშია.
როგორც ჩანს, საფრანგეთიდან ვილიმ საკუთარი ოჯახიც ჩამოიყვანა.
სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ამ თემასთან დაკავშირებითაც გააკეთა პაარა კომენტარი:
"როდესაც ჩამოვიდნენ აქ, რამდენიმე დღეში მეუბნებიან: ახლა ვხვდებით, რატომ გიხარია საქართველოში ყოფნა. ბედნიერი არა მარტის შემდეგ, მანამდეც ვიყავი. დიდებული ხალხი ცხოვრობს აქ. მანამ, სანამ ჩემი ბოსები ჩემი მუშაობით კმაყოფილები იქნებიან, გავაგრძელებთ მუშაობას ერთად".