1 წლის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"რატომ გამოვიძახე ტაბიძე?" - სანიოლმა კითხვას უპასუხა

როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.

ჯიმი ტაბიძის ამ საიში ყოფნა კითხვის ნიშნებს ბადებს, ამაზე თავად ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"ვიცი, რომ ახლა რუსეთში კარიერის გაგრძელება ოპტიმალური ვარიანტი არაა, მასთან ამ საკითხზე ჯერ არ მისაუბრია, თუმცა რომ ჩამოვა, აუცილებლად გავესაუბრები მის მოტივაციაზე. კვერკველია უკლუბოდაა, ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, საზონოვს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, კალანდაძე ბოლო თვეებში არასასურველ ფორმაშია"

"მე შედეგისთვის საუკეთესო ფეხბურთელები მჭირდება შემადგენლობაში და ვთვლი, მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ჯიმი ახლა უნდა იყოს შემადგენლობაში. ახლა მცველებს შორის არ მაქვს დიდი არჩევანი".

Facebook კომენტარები