საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ერთ-ერთ ინერვიუში საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მან დანიაში ცხოვრებისას გადამხდარი ისტორია გაიხსენა:
"დანიაში როცა ვთამაშობდი ძალიან ლამაზ, იტალიური ეზოში ვცხოვრობდი და ბევრი მეზობელი მყავდა"
"ერთ საღამოს ვარჯიშიდან ძალიან დაღლილი ვბრუნდები და ვხედავ, რომ ეზოში ყველა გამოშლილია: ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, დანარჩენები რაღაცაზე გაცხარებით საუბრობენ, ჩვენში „ბირჟას" რომ ვეძახით, აი, ასეთი სიტუაცია იყო. მაშინვე ის გამახსენდა, 90-იანებში ელექტორენეგია რომ არ იყო და ყველა გარეთ იკრიბებოდა"
"ერთ-ერთმა: საბა მოდისო დაიყვირა და ჩემი მისამართით, აშკარად დაძაბული წამოვიდა. ვერ მივხდი რა ხდებოდა. დამწუხრებული მეუბნება: - ისეთი რაღაც მოხდა, ვერ დაიჯერებ, გაგიკვირდებაო... ვფიქრობ: - ნეტავ, რა უნდა მითხრას ასეთი?! პაუზას აკეთებს და მპასუხობს: - ელექტროენერგია გაითიშა, მაგრამ შენ არ იდარდო, ერთ საათში შეაკეთებენო..."
"ჩემთვის, გულში გამეცინა: რა იცის მაგან, სად ვარ გაზრდილი და რა 90-იანები მაქვს გამოვლილი?".