1 წლის და 1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა თბილისში ჩამოდის - როდის ელოდებიან ხვიჩა და ნიცა შვილს

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს პირველი ტურის შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო.

Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის ქართველი შემტევი, ცოლის მშობიარობის გამო, სასწრაფოდ სამშობლოში გამოემგზავრა, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.

იტალიაში დაბრუნების შემდეგ კვარაცხელია შემოწმებას გაივლის და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს თამაშის ნებართვას.

ცნობისთვის, “ნაპოლის” მომდევნო მატჩი 25 აგვისტოს “ბოლონიას” წინააღმდეგ ელის.

Facebook კომენტარები