პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა ექიმმა ერთ-ერთ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს საზარელი ტრავმის შესახებ ისაუბრა.
კერძოდ, ევრო 2016-ის ფინალში საფრანგეთთან დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიღებულ დაზიანებაზე:
"ამ დროს ძალიან შეშინებული ვიყავი, ვშიშობდი, რომ ეს ტრავმა კრიშტიანუს კარიერას დაასრულებდა, რაც პორტუგალიის ნაკრებსა და მთლიანად ქვეყანას ძალიან დააზიანებდა", - თქვა ნაკრების ექიმმა.