დიდი სანაკრებო ფორუმის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება.
ბუნებრივია, თავიანთ კლუბებს ქართველი ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ.
ქვეყნის შიდა ჩემპიონატები ნელ-ნელა გახურდა და ჩვენმა რამდენიმე ლეგიონერმა თავი საკმაოდ კარგადაც გამოიჩინა. რამდენიმე მათგანასაც კი მიმდინარე სეზონში სადებიუტო ოფიციალური მატჩი ჯერაც არ ჩაუტარებია.
ქართველების განრიგი 18 აგვისტოს:
- სამხრეთ კორეა - ულსანი VS სუვონი - 14:00 (გიორგი არაბიძე)
- დანია - კოპენჰაგენი VS ვიბორგი - 18:00 (გიორგი გოჩოლეიშვილი)
- აზერბაიჯანი - არაზი VS ზირა - 18:15 (დავით ვოლკოვი)
- ავსტრია - ალტახი VS ვოლფსბერგერი - 19:00 (სანდრო ალთუნაშვილი)
- ესპანეთი - ხიხონი VS ლევანტე - 19:00 (გიორგი ქოჩორაშვილი)
- უკრაინა - ლივი VS შახტარი - 19:00 (ირაკლი აზაროვი)
- გერმანია - ლოტე VS კარლსრუე - 20:00 (ბუდუ ზივზივაძე)
- იტალია - ვერონა VS ნაპოლი - 20:30 (ხვიჩა კვარაცხელია)
- მოლდოვა - შერიფი VS პეტროკუბი - 21:00 (ვლადიმერ მამუჩაშვილი)
- იტალია - კოზენცა VS კრემონეზე - 22:30 (ლუკა ლოჩოშვილი)
- იტალია - ფროზინონე VS სამპდორია - 22:30 (გიორგი კვერნაძე)
- საფრანგეთი - რენი VS ლიონი - 22:45 (გიორგი მიქაუტაძე)