თბილისის "დინამოს" 23 წლის კაპიტანმა, სანდრო კალანდაძემ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე რუსული კლუბისგან მიიღო შეთავაზება.
ქართველმა მცველმა ყველა მათგანი ცივი უარით გაისტუმრა.
როგორც ცნობილია, ოკუპანტის გუნდები ქართველს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, თუმცა სანდრომ სწორი არჩევანი გააკეთა.
კალანდაძის მიზანი ასეთია: თუ ის "დინამო თბილისს" დატოვებას, კარიერას აუცვილებად ევროპულ გუნდში გააგრძელებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სანდროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.