1 წლის და 1 თვის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

როგორია ქართველი ლეგიონერების განრიგი 17 აგვისტოს

ევროპაში საფეხბურთო სეზონი ხურდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა სხვადასხვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში თუ ევროტურნირზე თამაში უკვე დაიწყო, ხოლო რამდენიმე დებიუტისთვის ემზადება.

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ში ასპარეზობას ზურიკო დავითაშვილი იწყებს, მეორე ტურის მატჩს ჩაატარებს ინგლისის ჩემპიონშიფში ჩაკვეტაძის უოტფორდი, ხოლო ავსტრიაში მესამე ტურს ითამაშებს ოთარ კიტეიშვილის შტურმი.

ქართველების განრიგი 17 აგვისტოს:

  • ჩინეთი - შანდონ ტაიშანი VS შენგდუ - 16:00 (ვაკო ყაზაიშვილი)
  • პოლონეთი - იაგელონია VS კრაკოვია - 16:45 (ოთარ კაკაბაძე)
  • ინგლისი - უოტფორდი VS სტოკი - 18:00 (გიორგი ჩაკვეტაძე)
  • ავსტრია - კლაგენფურტი VS შტურმი - 19:00 (ოთარ კიტეიშვილი)
  • საფნრაგეთი - მონაკო VS სტ.ეტიენი - 23:00 (ზურიკო დავითაშვილი)
  • ესპანეთი - ვალენსია VS ბარსელონა - 23:30 (გიორგი მამარდაშვილი)

Facebook კომენტარები