მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის სამივე საშინაო შეხვედიდან "დინამო არენაზე" არცერთს არ გამართავს.
ამის მიზეზად მთავრობა სტადიონის ცუდ მდგომარეობას, კერძოდ ამორტიზაციას, ასახელებს.
მიუხედავად ამისა, 18 აგვისტოს 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილია თბილისის "დინამოსა" და ქუთიასის "ტორპედოს" დაპირისპირება.
ეს ფაქტი დიდ გაურკვევლობას იწვევს: თუ მოედანი არ არის უსაფრთხო მაშინ რატომ იმართება ეროვნული ლიგის მატჩი, თანაც, შეიძელება ითქვას, ყველაზე ისტორიული დაპირისპირება შიდა ჩემპიონატში.
სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხს ჯერ-ჯერობით არავინ გვცემს.