"90 წუთი" სოციალურ მედიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, ბუდუ ზივზივაძეზე ძალიან მაგარი ისტორიას ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ გერმანული "კარლსრუეს" რიგებში ირიცხება.
ამ გუნდმა თავის აკადემიაში კემპი ჩაატარა, სადაც ზივზივაძის ინიციატივითა და ფინანსური დახმარებით 13 წლის ქართველი საბა ასანიძე იყო მიწვეული.
"კარლსრუემ" ჩატარებული ღონისძიებიდან 3 ბავშვი ამოარჩია, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საბა გახლავთ.
ცნობილია, რომ ახლა პატარა საბას ოჯახი გერმანიაში იმყოება და გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა საბამ კარიერა "კარლსრუეში" გააგრძელოს.