როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის ლეგენდამ, პეპემ საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა.
ამ ფაქტს სოციალურ მედიაში მისი თანაგუნდელი და მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა:
"არ არსებობს სიტყვები იმის გამოსახატავად, თუ რამდენს ნიშნავ ჩემთვის, ჩემო მეგობარო. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რაც კი შეიძლებოდა მოგვეგო მოედანზე, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა არის მეგობრობა და პატივისცემა, რომელიც შენს მიმართ მაქვს. შენ ხარ უნიკალური ჩემო ძმაო. დიდი მადლობა."