1 წლის და 1 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ფეხბურთის კიდევ ერთი ზეიმი იქნება" - რა თქვა კახა კალაძემ ლეგენდების მატჩზე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და მილანის ლეგენდებს შორის მატჩი ჩაინიშნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა. 

"მოგესალმებით „მილანის“ მუზეუმიდან. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ 10 წლის განმავლობაში მომეცა საშუალება, რომ ამ გუნდის ღირსება დამეცვა.

"დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, საქართველოს ნაკრების და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩის გამართვაზე - შეხვედრა 21 სექტემბერს თბილისში შედგება.

"საზოგადოებას და გულშემატკივარს ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას, რომელი ფეხბურთელი ჩამოვა და ითამაშებს. ეს იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთის კიდევ ერთი ზეიმი.

"ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კი შემდეგ შეხვედრებში წარმატებები მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ის სიხარული, რაც ბოლო შეხვედრებში ჩვენს გულშემატკივარს აჩუქეს, მომავალშიც გაგრძელდება“ - თქვა კახა კალაძემ

Facebook კომენტარები