როგორც ცნობილია, უდიდესი ალბათობით კილიან მბაპე 7 წლის შემდეგ "პსჟ"-ს მომავალ ზფხულს დატოვებს.
ფრანგული გამოცემა, "L"equipe" ამ ტრანსფერთან დაკავშირებით პარიზული გუნდის წევრების მოსაზრებას ავრცელებს.
იწერება, რომ გუნდში მბაპეს წასვლას როგორც ღალატი ისე ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ მას არ შეუძლია ნასერ ალ ხალიფისთვის და ყატარისთვის უარის თქმა.
როგორ ჩანს, "პსჟ"-ში კილიან წასვლა ძალიან სწყინთ, თუმცა ეს ამ ზაფხულს გარდაუვალია და რა თქმა უნდა მადრიდის "რეალიც" საქმეშია.