1 წლის და 1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გაირკვა, როდის დაიწყება ნაკრების თამაშის ბილეთების გაყიდვა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგის მატჩებს გამართავს.

პირველი შეხვედრა ჩეხეთის წინააღდმეგ 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა ჩანიშნული, რის მიზეზადაც "დინამო არენის" პრობელემები სახედლება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს ამცნობს, რომ ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს დაიწყება.

ცნობისთვის, ბილეთების ღირებულება 10, 30 და 50 ლარი იქნება და ტრადიციულად TKT-ზე გაიყიდება.

Facebook კომენტარები