ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინიმ მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.
კერძოდ, მან ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ შეადარა.
"ამ მომენტისთვის, ლეაუ კვარაცხელიაზე უკეთესია. შარშან, კვარა უფრო მაღალ დონეზე თამაშობდა.
"ჩემი აზრით, იყო მატჩები, რომლებიც "მილანმა" ლეაუს გამო ვერ მოიგო, მაგრამ ის ხვიჩაზე სტაბილურია და ყველა თამაშში აკეთებს იმას, რაც საჭიროა. სწორედ ამით სჯობს ის ქართველს", - თქვა იტალიელმა.