1 წლის და 1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

როცა რონალდუმ გუნდში მეგა ტრასნფერი პირადად განახორციელა - მისი გავლენა უდიდესია

"ალ-ნასრის" სასურველი ტრანსფერის განხორციელება ძალიან უჭირდა, სანამ საქმეში კრიშტიანუ რონალდუ არ ჩაერთვებოდა.

როგორც ცნობილია, კლუბი პორტუგალიელ ოტავიოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა შეთანხმების მიღწევა გაჭირდა.

მხარეები კონტრაქტის დეტალებსა და სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებოდნენ, სანამ რონალდუ არ გამოჩნდებოდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოტავიო დაარწმუნა, რომ "ალ ნასრში" გადასულიყო და ასეც მოხდა,

"პორტუმ" ოტავიოს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღო, ფეხბურთელის ანაზღაურება კი სეზონში 13 მილიონი ევროა.

Facebook კომენტარები