როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა საქართველის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ჯერი ამჯერად ტყიბულელ ილია სულამანიძეზეა, რომელიც 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
სულამანიძემ 1/4 ფინალურ შეხვედრაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის, აარონ ვულფის დამარცხება მოახერხა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი დანიელ აიხი იქნება.
სულამანიძე აიხს ორჯერ არის შეხვედრილი, საიდანაც ორივეჯერ ქართველმა იმარჯვა. პირველი გამარჯვება ილიამ 2019 წელს ლეიბნიცის ევროპის თასზე მოიპოვა. მეორე გამარჯვებას კი 2020 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დაეუფლა.
ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ზელიმ კოცოიევი და მუზაფარბეკ ტურუბოევი დაუპირისპირდებიან.