4 თვის და 3 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

უნიკალური შედეგი - მიღწევა, რომელიც ბექაურის გარდა არცერთ ქართველს ჰქონია

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური სანშირო მურაოს დამარცხებუს შემდეგ ჩემპიონი გახდა.

ლაშამ ქართული ძიუდოს ისტორია დაწერა. ბექაური ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვინც ორი ოლიმპიადა მოიგო.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ და მხოლოდ 15 სპირტსმენია.

3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ და მხოლოდ ტადაჰირო ნომურაა. ლაშა ბექაურს 2028 წელს ნომურას შედეგის გამეორება შეეძლება.

Facebook კომენტარები