1 თვის და 2 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ – რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს

საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა იუნაიტედის” ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძეს შვილი შეეძინა.

საბამ და მისმა მეუღლემ, სალიკერატიშვილმა ახალშობილს სახელად ალისა დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძის მეუღლე ცნობილი ტელესერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი გახლავთ. სალი შავუს შეყვარებულის როლს თამაშობდა.

ცნობისთვის, სალი კერატიშვილი და საბა ლობჟანიძე 2023 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა გულისწორს ხელი მოედანზე სთხოვა.

Facebook კომენტარები