როგორც მოგეხსენებათ, პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წილისყრა გაიმართა.
ძიუდოში +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გულშემატკივრების საყვარელ დაპირისპირებას მივიღებთ.
ტიტანების ჯახი დიდი ალბათობით ნაადრევად შედგება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი D ბადის განთესილი სპორტსმენი გახლავთ.
ის 1/8 ფინალში აფრიკელ სპორტსმენებს, ნდიაესა და მანეს შორის გამარჯვებულ შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი 1/4 ფინალურ შეხვედრაში დიდი ალბათობით ძიუდოს ცოცხალ ლეგენდასთან, ტედი რინერთან დაპირისპირება მოუწევს.
ცნობისთვის, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი სპორტსმენი სამხრეთ კორეელი კიმი გახლავთ, ტაცურუ საიტო კი B ბადეში მოხვდა.
ამგვარად, გურამ თუშიშვილს ოქროს მედლის მოსაპოვებლად ურთულესი ბადის გავლა მოუწევს.