2 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

არშავინი: "ამ მიზეზის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების მატჩი უნდა შედგეს"

ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.

კერძოდ, მან ქართველი და რუსი ლეგენდების დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

"რუსეთის ფეხბურთის კავშირმა საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლეგენდების ნაკრებებთან თამაშები უნდა ჩაატაროს. 

"ასეთი თამაშები აერთიანებს ხალხს და ასევე აქტუალურია, ჩვენს საერთო ისტორიას ინახავს. 

"იმავე თბილისში ასეთი მატჩი სტადიონს გაავსებს. იქ ყოველთვის მაღალი დონე იყო. მოედანზე თუ გამოვლენ შოთა არველაძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხაილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე", - თქვა არშავინმა.



Facebook კომენტარები