ცნობილმა და გავლენიანმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ბოლო The Here We Go Podcast-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა. როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქართველი "ნაპოლიში" დარჩება.
"პსჟ-ის ოცნება იყო კვარაცხელიას ყიდვა, მაგრამ კონტეს და განსაკუთრებით, პრეზიდენტ დე ლაურენტისის დარწმუნება შეუძლებელი გახდა... ამის შედეგად ქართველი "ნაპოლიში" დარჩება.
პარიზელებს თავდაპირველად ხვიჩა+ოსიმენი სურდათ, მაგრამ ეს ამბავი აღარ გამოვა", - აღნიშნავს რომანო.
ინფორმაციისთვის, პსჟ "პარტენოპეიდან" ახლა მხოლოდ ვიქტორ ოსიმენის დამატებას ცდილობს, მაგრამ ეს მოლაპარაკებებიც ჩიხშია შესული.