ბასილაშვილმა ჩელენჯერის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა » isport.ge
4 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ბასილაშვილმა ჩელენჯერის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა

ქართველი სპორტსმენი ჩელენჯერის ტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობს. ამჯერად, მან ვერონის ჩელენჯერის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 120 950 ევროს შეადგენს. 

საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 222-ე ადგილზე მყოფ ადრიან ანდრეევს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დამაჯერებლად, 6:1 მოიგო, ხოლო მეორე სეტი ანდრეევის ტრავმის გამო შეწყდა. 

მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ალეხანდრო მორო კანასის და ჯაკოპო ბერეტინის შორის გამარჯვებული იქნება. კანასი რეიტინგში მე-7 ნომრად არის განთესილი, რის გამოც მერვედფინალში სწორედ მის გასვლას ვარაუდობენ.

Facebook კომენტარები