მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩოგბურთელი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ოლიმპიადის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ენდი მარიმ პირადად განაცხადა. ბრიტანელი სპორტსმენი პარიზში გამართულ ტურნირზე ბრიტანეთის სახელით ბოლოჯერ იასპარეზებს.
უკანასკნელ პროფესიონალურ საჩოგბურთო ტურნირზე ბრიტანელი ჩოგბურთელი როგორც ერთეულების, ისე წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ენდი მარი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც მამაკაცთა ოლიმპიურ გათამაშებებში ოქროს მედალი ორჯერ აქვს მოპოვებული. იგი 2012 და 2016 წლებს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და კარიერაში ასევე ოლიმპიური ვერცხლიც აქვს მოპოვებული.
მსოფლიო რეიტინგში ენდი მარი ამჟამად 121-ე ადგილზეა განთესილი, კარიერაში კი ჯამში ATP-ის 46 ტურნირი აქვს მოგებული.