რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ვიდეოს მთავარ როლში იტალიის ნაკრების ფეხბურთელი რიკარდო კალაფიორი გვევლინება.
კადრებში ჩანს მისი მოქემდება უცნობ გოგონასთან მიმართებაში, რაც რიკარდოსა და თავისი შეყვარებულის დაშორების მიზეზი გახდა.
ამასთან დაკავშირებით პოსტი კალაფიორის ყოფილმა შეყვარებულმა ბენედეტა კურატელიამ გამოაქვეყნა.
"ბევრი თქვენგანი მეკითხება, რა ხდება ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ გადავწყვიტე საბოლოოდ გამეზიარებინ თქვენთვის ეს ამბავი.
"მე და რიკარდო ამ მომენტში ერთად აღარ ვართ. გარკვეული დრო მჭირდება ყველაფრის დასამუშავებლად, თუ რამოხდა ბოლო 3-4 დღის მანძილზე.
"მადლობა ყველას, ვინც მაჩვენა ეს ვიდეო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე სიმართლე.
"კადრებს უამრავჯერ ვუყურე და ვეცადე მომეძებნა პატიების მიზეზი, მაგრამ ვერ შევძელი.
"ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ მაქვს პასუხები ჩემს კითხვებზე.
"ეს იყო რთული გადაწყვეტილება, რომელსაც განვიხილავდით დღეების განმავლობაში. არცერთს არ გვინდოდა ეს მომხდარიყო.
"ვუსურვებ მას ყველაფერს საუკეთესოს ახალ კლუბში, "არსენალში". მას აქვს ჩემი მხარდაჭერა.
"გმადლობთ გაგებისთვის", - წერს რიკარდო კალაფიორის ყოფილი შეყვარებული.