უახლესი ინფორმაციის თანახმად, ცნობილი სპორტის მმართველ ორგანოსა და ახალ ბრენდს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. FIA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2026 წლიდან ფორმულა 1-ს მეთერთმეტე გუნდიც შეუერთდება.
General Motors-სა და სპორტულ ფედერაციას შორის მოლაპარაკება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მხარეებმა დეტალები წარმატებით შეათანხმეს. უკვე ცნობილია, რომ GM/Cadillac-ის გუნდი სავარაუდოდ ორიდან ერთ მრბოლელად გამოცდილ ამერიკელს შეარჩევს.
ამასთანავე, დიდი ალბათობით General Motors-ის გუნდი ძრავების მომწოდებლის როლითაც შეუერთდება ფორმულა 1-ის სამყაროს, გარკვეული პერიოდის შემდეგ.