ქართველი ლეგიონერი წლევანდელ სეზონს საოცარ ფორმაში შეხვდა. მან უკვე არაერთ მატჩში გამოიჩინა თავი და არც მე-13 ტურში დარჩენილა უყურადღებოდ. „კარლსრუეს“ და „ფიურტის“ დაპირისპირებაში მან შესანიშნავად ითამაშა და გოლიც გაიტანა. საბოლოოდ მატჩი ზივზივაძის გუნდის მოგებით, 3:2 დასრულდა.
ეფექტური თამაშის დამსახურებით, ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
ტურის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება: