ლეგენდარული ფეხბურთის გულშემატკივრებს რუს ვან ნისტელროი დიდი ხნით თავს აღარ მოანატრებს. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, იგი კვლავ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე კლუბს ჩაიბარებს, თანაც ძალიან მალე. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
რუდ ვან ნისტელროი ამჯერად „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. ინგლისურ გუნდთან მან ფინალური დეტალები უკვე შეათანხმა და სიახლის გაოფიციალურებაც მალეა დაგეგმილი.
“მელიების“ მომდევნო მატჩი 30 ნოემბერსაა დაგეგმილი, „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, ნიდერლანდელი სპეციალისტის დებიუტი სწორედ აღნიშნულ ეტაპზე შედგება.