20 საათის და 24 წუთის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გულიაშვილი ბომბარდირების სიას ლიდერობს - ქართველი ლეგიონერი ფორმაშია

ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი ქართველი ლეგიონერისთვის საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. მან 14 მატჩში უკვე ყველაზე მეტი გოლი მოაგროვა და ლიგის ბომბარდირების სიაში პირველ ადგილზე იმყოფება.

გასული კვირის შეხვედრაში გიორგი გულიაშვილის გუნდი „გოშკ გაბელას“ ესტუმრა და 3:0 მოიგო. აღნიშნულ მატჩში გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმაც შეძლო. საერთო ჯამში „სარაევოს“ ქართველ შემტევს წლევანდელ სეზონში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს დაგროვებული საკუთარ ანგარიშზე.

გულიაშვილის გუნდი ამჟამად ლიგის მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერს, „ჟრინსკის“ უმასპინძლებს.

Facebook კომენტარები