წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. მიქაუტაძის შემდეგ, კლუბი ამჯერად კიდევ ერთმა ქართველმა შეიცვალა.
მათე კვირკვია კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბს შეუერთდება. 28 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონს „კარმიოტისას“ მაისურით ჩაატარებს.
კვირკვია აქამდე აზერბაიჯანულ „კაპაზში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მან ყოფილი კლუბის რიგებში 31 მატჩი ჩაატარა და ჯამში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.