1 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გიგა ჯანელიძემ „ვენეციასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველი სპორტსმენი კვლავ სერია A-ში გააგრძელებს კარიერას. იტალიურ საკალათბურთო კლუბ „უმანა რეიერ ვენეციას“ გიგა ჯანელიძის დათმობა არ სურს. გუნდმა ქართველ კალათბურთელთან მომავალ სეზონამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

29 წლის შემტევი „ვენეციაში“ წინა ზაფხულში გადავიდა, მანამდე კი იტალიის დაბალ ლიგებში მოასპარეზე გუნდებში თამაშობდა. ამჟამინდელი კლუბის მაისურით გიგა ჯანელიძემ უკვე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

გასულ სეზონში, „ვენეციამ“ ლიგაში მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო. გიგა ჯანელიძის გუნდმა 30 მატჩიდან 19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგის შემდეგ, პლეიოფის გათამაშების ნახევარფინალში „ვენეცია“ თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიასთან“ დამარცხდა.

Facebook კომენტარები