8 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალშია

კოტე ტუღუშის გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ესტონეთის ნაკრებს დამაჯერებელი ანგარიშით მოუგეს. 

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები აღნიშნული გამარჯვების შედეგად, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობას. ესტონელების 37 ქულიანი სხვაობით დამარცხების მიუხედავად, ტუღუშის გუნდი ჯგუფის მეორე ადგილზე გავიდა. ჯგუფის პირველი ადგილი რუმინეთის ნაკრებმა დაიკავა. 

ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ქართველები C ჯგუფის პირველ ადგილოსანს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული პოზიციისთვის უნგრეთის და შვედეთის ნაკრებები იბრძვიან.

Facebook კომენტარები