გულშემატკივრების უმრავლესობა ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის „ატლეტიკოში“ დარჩენას მოელოდა. თუმცა, ალვარო მორატამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს კარიერას.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორატა მომავალ სეზონში „მილანის“ მაისურს მოირგებს. ესპანელი შემტევის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღეში გაიმართება და მის ტრანსფერსაც ამის მერე გააოფიციალურებს იტალიური მხარე.
„მილანი“ ახალი შემტევის სანაცვლოდ 13 მილიონს გადახდას აპირებს. იტალიურ კლუბს მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი, პაული ფონსეკა გაწვრთნის. როგორც ჩანს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახალი გუნდის შენება უკვე დაიწყო.