უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გამოცემა "AS"-თან ვრცელ ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:
"24-გუნდიანი ჩემპიონატი? ეს უფრო საინტერესოა. თქვენ ნახეთ საქართველო და სლოვენია, რომლებიც შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავდნენ, ევრო 2024 რომ 16-გუნდიანი ყოფილიყო. ისინი აქ ყოფნას იმსახურებდნენ. ხედავთ, რომ ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. 24 ფანტასტიკური ნაკრები გვყავს და კიდევ ორი ან სამის დამატების შემთხვევაში, ევრო უდავოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო ძლიერი იქნებოდა"
"რომელმა მოთამაშემ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება? ბევრმა. ფინალისტებით დაწყებული. მუდამ მხიბლავს ბელინგემის ხარისხი. რა თქმა უნდა - კეინი. ვფიქრობ, ყველაზე მეტად აღფრთოვანებული როდრით ვარ, ის ესპანეთის ტვინია. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ არასოდეს არ კარგავს ბურთს. აგრეთვე კვარაცხელია და ერთ-ერთი სლოვენიელი ფეხბურთელი კარნიჩნიკი. დარწმუნებული ვარ, მის შესახებ არაფერი გსმენიათ. ის სლოვენიის ლიგაში თამაშობს და ჩინებული ტურნირი ჩაატარა. კიდევ ასეთი ბევრი ფეხბურთელია", - გაანცხადა ჩეფერინმა.