9 თვის წინ
Giorgi Chanturia
Aa

ბრწყინვალე მაჩვენებელი! - ხვიჩა კვარაცხელიამ 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლიმ” შინ “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის 42-ე წუთზე “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ბებერი ქალბატონის” კარი აიღო.

ხვიჩამ აღნიშნულ შეხვედრაში ბრწყინვალე მაჩვენებლი დააფიქსირა. კვარაცხელია 1994/1995 წლების შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ბიანკონერის” საწყის 2 საშინაო შეხვედრაში გაუტანა.

23 წლის ქართველმა გარემარბმა მეტოქის კარის აღება გასულ წელსაც მოახერხა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook კომენტარები