1 წლის და 2 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

როგორი რეაქცია ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას გელა ბარკალაიას საჩუქარზე

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, "მათე მოტორსის" დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ნაკრების ფეხბურთელებისთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემა სურდა. 

ამასთანავე, ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლების ავტორებს, გიორგი მიქაუტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ხელით ციხეში დამზადებული ნარდი უსახსოვრა. 

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ხვიჩას ამ საჩუქარზე. 

"გელა ბარკალაის ვიდეო რომ გავრცელდა, მაგ დროს მე და კვარა ერთად ვიყავით. 

"ვიდეო 10-წუთიანი იყო და ხვიჩა 8 წუთის განმავლობაში ელოდებოდა, რომ მანქანას აჩუქებდნენ (იცინის)", - თქვა გველესიანმა.



Facebook კომენტარები