სერია ა-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის "დიეგო არმანდო მარადონაზე" მასპინძლის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ანგარიშის გამხსნელი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
"პარტენოპეი" ამ მოგებით ოთხეულს მიუხალოვდა და მე-5 ადგილოსან "რომასთან" 4 ქულა აშორებს.
საფეხბურთო სააგენტო, "Sofascore"-მა ტრადიციულად ფეხბურთელენი შეაფასა.
ქართველმა ვინგერმა მათგან 8.0 ქულა დაიმსახურა, რაც მოედანზე ფედერიკო კიეზასთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.