წლევანდელი ჩელენჯერის სეზონი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. თუმცა, ზალცბურგის ჩელენჯერზე გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მაინც მოულოდნელი მარცხით დასრულდა.
ზალცბურგში გამართული ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ბასილაშვილი სლოვაკ პეტერ პრივარას დაუპირისპირდა. ქართველის წინააღმდეგ მოთამაშე 19 წლის ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგში 683-ე ადგილზეა განთესილი. მიუხედავად ამისა, სლოვაკმა მატჩი ორ სეტში, დამაჯერებლად მოიგო და ბასილაშვილი პირველივე მატჩის შემდეგ გამოთიშა გათამაშებას.
წარუმატებელი წლის შემდეგ, ATP-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ბასილაშვილს 101 ქულა აქვს და სიაში 446-ე ადგილს იკავებს.