საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. თუმცა, შენგელია სხვა გუნდში გადასვლას უკვე აღარ გეგმავს. „ვირტუს ბოლონიას“ წარმომადგენლების განცხადებით, კლუბი ქართველ სპორტსმენთან 2026 წლამდე გეგმავს თანამშრომლობის გაგრძელებას.
შენგელიას ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ, როგორიცაა „პანათინაიკოსი“ და „რეალი“. თუმცა, იგი დიდი ალბათობით კვლავ იტალიურ კლუბში დარჩება. „ბოლონიას“ წარმომადგენლების თქმით, კალათბურთელის აგენტთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ტრანსფერის გაოფიციალურების მოლოდინში, თორნიკე შენგელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.