7 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ქართველი კალათბურთელების სია ცნობილია

2 ივლისს ლატვიაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი აიღებს სტარტს. აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობას ქართველი კალათბურთელებიც მიიღებენ. ალეკსანდ ჯიკიჩის განცხადების მიხედვით ცნობილი გახდა იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომელიც ოლიმპიადაზე თამაშის უფლებისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს.

რიგაში გამართულ ტურნირზე მოასპარეზე ქართველი კალათბურთელების ფინალური სია ასე გამოიყურება:

რატი ანდრონიკაშვილი (#4), სანდრო მამუკელაშვილი (#5), კახა ჯინჭარაძე (#6), დუდა სანაძე (#10), გიორგი კორსანტია (#12), ალექსანდრე ფევაძე (#15), თორნიკე შენგელია (#23), ლუკა მაზიაშვილი (#27), ჯო ტომასონი (#32), გოგა ბითაძე (#35), გიორგი ოჩხიკიძე (#77), ილია ლონდარიძე (#99).

Facebook კომენტარები