იტალიური მედია აქტიურად განიხილავს ქართველი კალათბურთელის მომავალს. მას „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი წლევანდელ ზაფხულში ეწურება. ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში თორნიკე შენგელიასთვის გუნდს 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს ხელფასის სახით. ეს „ბოლონიასთვის“ საკმაოდ დიდი თანხაა, რის გამოც ქართველის ტრანსფერის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.
Sportando-ს ცნობით, შენგელიას შეძენის მსურველ კლუბებს შორის ისეთი გრანდები არიან, როგორიცაა „ათენის პანათინაიკოსი“ და „მადრიდის რეალი“. ერგინ ატამანის თავკაცობით მოთამაშე გუნდს ქართველის ყიდვა გასულ ზაფხულშიც სურდა, თუმცა „ბოლონია“ შენგელიას გაყიდვაზე „პანათინაიკოსს“ არ დათანხმდა.