საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჩემპიონობასთან ახლოს იყო. მისი გუნდი ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გავიდა, თუმცა საკმარისი მატჩების მოგება ვერ შეძლო. თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 4 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა დააგროვა, თუმცა ეს ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.
„ოლიმპია მილანომ“ სერია 3:1 მოიგო და „ბოლონიას“ მოთამაშეებმა მხოლოდ ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს.
იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის რიგით მეოთხე მატჩი „ბოლონიამ“ 73:85 დათმო. აღნიშნული წარმატების დამსახურებით „ოლიმპია მილანომ“ 30-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.