ლიონში მიმდინარე ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით აგრძელებს გამოსვლას. ნიკოლოს ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი და მერვედფინალური გათამაშება წარმატებით დაძლია. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად მან ფრანგი მაქსიმ ჟანვიე დაამარცხა.
„ჩელენჯერის“ გათამაშებაში შემდეგი მეოთხედფინალისტი და ბასილაშვილის მეტოქე მალე გაირკვევა. მისი პოტენციური ოპონენტი უგო გასტონის და კლემენ ტაბურის წყვილში გამარჯვებული იქნება. თუმცა, მატჩს ფავორიტად მსოფლიო რეიტინგის 82-ე ადგილზე განთესილი გასტონი მოიაზრება. ბასილაშვილს დიდი ალბათობით სწორედ მასთან მოუწევს შეხვედრა.