„ჩელენჯერის“ გათამაშება ქართველი ჩოგბურთელისთვის კვლავ წარმატებულად მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალიც წარმატებით დაძლია. ძირითად ბადეში მოხვედრის შემდეგ მან შვეიცარიელ ალექსანდერ რიტჩარდს აჯობა და შესაბამისად, იგი მერვედფინალურ გათამაშებაში ჩაერთვება.
აღნიშნულ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მაქსიმ ჟანვიე იქნება. ფრანგი ოპონენტი რეიტინგში 222-ე ადგილზეა განთესილი. მისი დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი კიდევ უფრო მეტად გაიუმჯობესებს საპრიზო ფონდის მოპოვების შანსს. „ჩელენჯერის“ საპრიზო თანხა 120 950 ევროს შეადგენს.