ლიონში „ჩელენჯერის“ საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირის აღნიშნული ეტაპი ქართველი ჩოგბურთელისთვის კვლავ წარმატებულად მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარ ფინალის შეხვედრაში გასტაო ელიასს სძლია. ბასილაშვილმა პორტუგალიელ ოპონენტთან ერთი სეტი დათმო, თუმცა შემდეგ ორი სეტის მოგება შეძლო და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
„ჩელენჯერის“ საკვალიფიკაციო გათამაშების ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 512-ე ადგილზე მყოფ კარლოს ტაბერნერს დაუპირისპირდება. ესპანელის დამარცხების შემთხვევაში იგი გათამაშების ძირითად ბადეში შეძლებს თამაშს.
საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 120,950 ევროა.