„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი უკვე აქტიურად მუშაობს მომავალი სეზონის მთავარი მოთამაშეების შენარჩუნებაზე. ანტონიო კონტეს აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში დარჩენა აუცილებელია. შესაბამისად, იგი შესაძლოა ქართველ ფეხბურთელს პირადად შეხვდეს და „ნაპოლიში“ დარჩენის უპირატესობებზე გაესაუბროს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი გერმანიაში გაფრენას გეგმავს. ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე დასწრებასთან ერთად, იგი შესაძლოა საქართველოს ნაკრების შეკრების ადგილსაც ესტუმროს. სავარაუდოდ, კონტე ხვიჩა კვარაცხელიას პირადად გაესაუბრება, რათა გუნდში დარჩენაზე დაიყოლიოს.