5 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ოფიციალურად: ანტონიო კონტემ ნაპოლი ჩაიბარა და ხვიჩას ტრანსფერზე აზრი დააფიქსირა

ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეეცვალა. ამჯერად, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ ჩაიბარა. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ კონტემ უკვე გამოაცხადა იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც მის ახალ გუნდში შეუცვლელად მოიაზრებს. 

იტალიელ სპეციალისტს „ნაპოლის“ საჩემპიონო გუნდის აშენება ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივაც სურს, რის გამოც მან ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ვეტო დაადო. ქართველი შემტევის თამაშით მოხიბლული სპეციალისტი მომავალ წელს მხოლოდ იტალიური ტურნირების მოსაგებად იასპარეზებს, რადგან წელს „ნაპოლიმ“ ევროტურნირების საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა. 

ანტონიო კონტე ახალი როლის სანაცვლოდ წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

 

Facebook კომენტარები