გერმანიის ქალაქ ჰეილბრონში ტურნირი „ჩელენჯერი“ მიმდინარეობს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო რაუნდი დაძლია და აღნიშნული გათამაშების ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო.
ტურნირის საპრიზო ფონდი 120 950 ევროა, ბასილაშვილის ოპონენტი კი შემდეგი 6 ჩოგბურთელის სიიდან ამოირჩევა:
ჟოფრი ბლანკანო (საფრანგეთი), სუმიტ ნაგალი (ინდოეთი), ნიკოლას სანჩეს იზკიერდო (ესპანეთი), მაქსიმილიან მარტერერი (გერმანია), ალეხანდრო მორო კანასი (ესპანეთი) და რუდოლფ მოლეკერი (გერმანია).
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს „ჩელენჯერის“ გათამაშება 2016 წელს უკვე მოგებული აქვს და ახლა კიდევ ერთხელ შეეცდება წარმატების მოპოვებას.