საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას განაგრძობს. სამწუხაროდ წელს გუნდს ვერ დაეხმარება გიორგი შერმადინი. იგი ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებს. ალექსანდრ ჯიკიჩის მიერ გამოქვეყნებულ შემადგენლობაში ჯამში 23 კალათბურთელი მოხვდა, მათ შორის 11 უცხოეთში, ხოლო 12 მოთამაშე ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს.
ქართველი კალათბურთელებისთვის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი 2 ივლისს დაიწყება. ისინი პირველ ეტაპზე ლატვიას დაუპირისპირდებიან.
ტურნირში მონაწილე ქართველი კალათბურთელების სია ასე გამოიყურება:
რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა - ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე (დელტა), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), დუდა სანაძე (პაკსი - უნგრეთი), ჯოზეფ ტომასონი (თელ ავივის მაქაბი - ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია), კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ), ცოტნე ცარციძე (ჩრდ. დაკოტა - NCAA), ალექსანდრე მერკვილაძე (ლოიოლა მერიმაუნტი - NCAA), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ნიკოლზ მეცხვარიშვილი (ლუიზიანა მონროუ - NCAA), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), სანდრო მამუკელაშვილი (სან ანტონიო), ბექა ბურჯანაძე (კორუნა - ესპანეთი), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ბექა ბექაური (თსუ), გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი), გიორგი ტურძილაძე (დელტა), გიორგი ბაქრაძე (ივერიონი), ილია ლონდარიძე (კავკასია)