ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში "ნაპოლისა" და მის ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მან კვარას "პსჟ"-ში, რომელიც ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს ჩამოდის, გადასვლაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ "პარტენოპეი" ქართველს უნდა შეელიოს:
"საუბარი 100 მილიონ ევროზეა და სწორედ ამ მაჩვენებლის გამო "ნაპოლიმ" კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაყიდოს. ეს თანხა ძალიან ბევრია"
"გარდა ამისა, ქართველს კარგი სეზონი აშკარად არ გამოუვიდა. მე მას "ატალანტაში" მოთამაშე ადემოლა ლუკმენს შევადარებდი, მას ასევე არ ევალება ბევრი ბურთის შეგდება, მაგრამ საგოლე სიტუაციებში უფრო ეფექტურია", - განაცხადა იტალიელმა.